ხათუნა მაისურაძე
ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ
პოლიტიკა

გუმათჰესის დასახლება
ფოტო: ხათუნა მაისურაძე
ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, სკოლა-პანსიონის ყოფილ შენობაში მცხოვრები 25 ოჯახი დახმარებას ითხოვს. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა მძიმე საცხოვრებელი პირობები აქციით გააპროტესტეს.
დევნილები ამბობენ, რომ შენობაში არ არის სველი წერტილები, კანალიზაციის სისტემა, ინგრევა კედლები და კარ-ფანჯრები. ადგილზე არ არის დაცული სანიტარული ნორმები, რის გამოც ხშირია შენობაში მცხოვრები ბავშვების მოწამლვის ფაქტები. თუ დევნილების განსახლება ისევ არ მოხდება,სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.
დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი კი ამბობს,რომ მაისში 400-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება და შესაძლოა, მათ შორის გუმათში მცხოვრები დევნილებიც იყვნენ.





