კახაბერ კუპატაძე
ლოპოტას სასტუმრო კომპლექსში ერთ-ერთ შენობას ხანძარი გაუჩნდა
პოლიტიკა
ლოპოტა
,,ქრონიკის" ინფორმაციით, ლოპოტაზე სასტუმრო კომპლექსში, 2-სართულიანი სასტუმრო კოტეჟის მეორე სართული და სახურავი მთლიანად დაიწვა. დაშავებულები არ არიან.
როგორც ,,იმედს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ხანძრის გაჩენამდე ელექტროენერგიის ცვალებადობა შენიშნეს, რის შემდეგაც გარეთ გამოსულებმა ცეცხლში გახვეული სასტუმრო დაინახეს. არსებობს ცეცხლის სხვა კოტეჯებზე გადასვლის საშიშროება, თუმცა ამ დრომდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ. მომხდარზე კომლექსის ადმინისტრაციას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ტერიტორიაზე არ უშვებენ ჟურნალისტებს.
რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა.





