08 აპრილი 2017, 18:12
imedi
ევროკავშირი სამხრეთ ოსეთში 9 აპრილს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს არ ცნობს
პოლიტიკა

გაზიარება
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 9 აპრილს დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს ევროკავშირი. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის ვებგვერდზე დევს.
„ევროკავშირი არ სცნობს იმ ჩარჩოებს, რომლის ფარგლებში 9 აპრილს სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი გაიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.





