ხათუნა მაისურაძე
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში ტრანსპორტის 10 თეთრით გაძვირებას აპროტესტებს
პოლიტიკა

ბრიფინგი "ნაციონალურ მოძრაობაში"
ფოტო: ხათუნა მაისურაძე
7 აპრილიდან ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდა. ტრანსპორტის ფასის გაზრდა დღეს გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალურმა მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციაში გააპროტესტეს. როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, ტრანსპორტის გაძვირება დაკავშირებულია არა საწვავის საფასურის ზრდასთან, არამედ საქალაქო ტრანსპორტის ყოველწლიური მოსაკრებელის მატებასთან, რომელიც 2017 წელს თითქმის 400 000 ლარით არის გაზრდილი.
პარტიის წევრის ლაშა შალამბერიძის თქმით, თუ ქალაქის მერი და მერიაში დასაქმებულები პრემია-დანამატებს არ აიღებენ, ეს პრობლემა მარტივად მოგვარდება.
ქუთაისის მერიაში, "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს არ პასუხობენ.





