ნათია გაბოძე
მსოფლიო რეიტინგის მიხედვით ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პირველ ადგილზეა
პოლიტიკა

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. 57 კგ წონით კატეგორიაში რეიტინგს სათავეში უცვლელად უდგას 2016 წლის რიოს ოლიმპიადის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
61 კგ-ში მეორე ნომერი კვლავ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძეა, მძიმე წონაში ასევე მეორე ადგილს იკავებს რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გენო პეტრიაშვილი. 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ რეიტინგში პირველად მოხვდა 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე, ის მე-14 ადგილზეა. დავით მარსაგიშვილი 86 კგ-ში მე-9 ნომერია, ელიზბარ ოდიკაძე კი 97 კილოში - მეხუთე ადგილს იკავებს. მსოფლიოს განახლებულ კლასიფიკაციაში სულ 9 ქართველი მოჭიდავეა.





