ლევან სულაშვილი
აფხაზების მიერ დაკავებულების ოჯახის წევრებმა ენგურთან აქცია გამართეს
პოლიტიკა

აქცია ენგურის ხიდთან
ფოტო: ლევან სულაშვილი
5 აპრილს ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული არჩილ და პაატა როგავების ოჯახის წევრებმა ენგურის ხიდთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, მამა-შვილი იარაღის მუქარით აიძულეს, გადასულიყვნენ გაღმა ნაპირზე, რის შემდეგაც ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. პაატა როგავას დის განცხადებით, ოჯახს არ აქვს ინფორმაცია მათი ადგილსამყოფელის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ქმედევითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ. აქციას "ნაციონალური მოძრაობაც" შეუერთდა.
ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, 5 აპრილს, მდინარე ენგურზე სათევზაოდ მყოფი მამა-შვილი როგავები ე.წ. მესაზღვრეებმა დე-ფაქტო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მდინარის გაღმა ნაპირზე გადავიდნენ, მათი აყვანა სწორედ იქ მოხდა.





