დარეჯან ჩხიკვაძე
სარფის საბაჟოზე ნაცემი საქართველოს მოქალაქე კვლავ თურქეთშია
პოლიტიკა

ციალა ქათამიძე
ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
როდის დატოვებს თურქეთს სარფის საბაჟოზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქე, უცნობია. სახალხო დამცველის წარმომადგენელის, ციალა ქათამიძის განცხადებით, საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს, დაზარალებულმა საავადმყოფო დატოვა და ამჟამად სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ახლოს, ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფება.
"ჩვენმა წარმომადგენელმა მოინახულა საქართველოს მოქალაქე ხოფის სავადმყოფოში, მას სახეზე გარკვეული ტიპის დაზიანება ეტყობოდა და ისიც აღნიშნა, რომ საბაჟოზე სცემეს. ჩვენი ინფომაციით, საგამოძიებო მოქმედებები ახლაც მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ის ვერ ტოვებს საზღვარს და ვერ ბრუნდება ქვეყანაში. გვაქვს კონტაქტი გენერალურ კონსულთან და ყველა ტიპის ინფომაციას მათთან ვაზუსტებთ. ვერავინ - ვერც ქართული და ვერც თურქული მხარე ვერ საუბრობს იმაზე, თუ რა იქნება სამომავლოდ, როდის დატოვებს ის თურქეთს", - განაცხადა ციალა ქათამიძემ.
დააკავეს თუ არა ინციდენტში მონაწილე თურქი პოლიციელი, ამაზე სახალხო დამცველის წარმომადგენელი ინფორმაციას არ ფლობს.
სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქი მებაჟეები საქართველოს მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას მათი ახლობლები ავრცელებენ.





