08 აპრილი 2017, 02:56
imedi
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კანადელები 43:3-ით დაამარცხეს
პოლიტიკა

გაზიარება
უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა", 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში კანადას 43:3 სძლია.
პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 31:3 იყო. თამაში ქართველმა 18-წლამდელებმა აქტიურად დაიწყეს, მეტოქეს 4 ლელო დაუდეს, ოთხივე გარდასახეს და ერთი ჯარიმა გაიტანეს, რაზეც კანადელებმა შესვენების წინ ერთი ჯარიმით უპასუხეს.
მეორე ტაიმში "ბორჯღალოსნებმა" კანადას კიდევ ორი ლელო დაუდეს და, საბოლოოდ, ანგარიშით 43:3 დაამარცხეს.
18-წლამდელთა ევროპის ჩემპიიონატის ნახევარფინალი 11 აპრილს გაიმართება და უმცროსი "ბორჯღალოსნების" მეტოქე იაპონია იქნება, რომელმაც ბელგიას 36:10 სძლია.





