08 აპრილი 2017, 00:28
imedi
პრეზიდენტის გამოსვლა და დებატები პარლამენტში
პოლიტიკა
გაზიარება
დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გამოსვლა დაასრულა, ტრიბუნა უკვე დეპუტატებს დაეთმოთ და გიორგი მარგევლაშვილის მიერ მოთხოვნილი დებატები დაიწყო. უკვე მერვე საათია, პარლამენტში დებატები მიმდინარეობს.
ტრადიციულად, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" გამოსვლების უმეტესი დრო მთავრობის კრიტიკას დაუთმეს, უმრავლესობამ კი - პრეზიდენტის კრიტიკას. მათ გიორგი მარგველაშვილს მესიჯები დაუწუნეს.





