ანდრეი ჯუფალაკიანი
ბანკი ქართუ ნაცმოძრაობისგან 30 ათას ლარს ითხოვს
პოლიტიკა

ბანკი "ქართუ"
ბანკი "ქართუ" ნაციონალური მოძრაობისგან ჯამში 30 ათას ლარს ითხოვს. ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილია.
"6 აპრილს, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ნუგზარ წიკლაურმა და გოგა ონიანმა ცილისმწამებლური განცხადებებით სცადეს ბანკის რეპუტაციის შელახვა. ბანკი "ქართუ" მოითხოვს 10 000 ლარიან კომპენსაციას ამ ორი ცილისმწამებლისგან, ასევე პარტიისგან, რომელსაც ეს სუბიექტები წარმოადგენენ. საერთო ჯამში, 30 000 ლარს. ამ თანხას ბანკი "ქართუ" "სოლიდარობის ფონდს" გადაურიცხავს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ნაციონალურმა მოძრაობამ, 6 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა, რომ კომპანიამ "ქართული საინვესტიციო ჯგუფი 21-ე" 10 წლის წინ 50-მდე ტაქსის მძღოლს მანქანები ხელშეკრულებით გადასცა, 48 ათასი ლარის დაფარვის შემდეგ კი ავტომობილები მათ უნდა დარჩენოდათ, თუმცა 2011 წელს კონპანიამ, ისე რომ არ ჰკითხა მძღოლებს, სხვა ქონებებთან ერთად მანქანები ჩადო "ქართუ ბანკში" და გამოიტანა 6 მილიონი ლარი. სესხის გადახდა კომპანიამ ვერ შეძლო და გაკოტრდა.





