imedi
TI: წყნეთის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე საეჭვო დასკვნაა გაცემული
პოლიტიკა

მშენებლობა წყნეთის ქუჩაზე
"საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველო" წყნეთის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის კანონიერებას აჭვქვეშ აყენებს. ორგანიზაცია ამბობს, რომ საექსპერტო დასკვნა, რომლის საფუძველზეც თბილისის მერიამ ვერეს ხეობაში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცა, კითხვებს ბადებს. "გამჭვირვალობის" ინფორმაციით, დასკვნა ტექნიკური უნივერსიტეტის მიერაა გაცემული, თუმცა, დოკუმენტი "საგამოცდო ფურცლის" ბეჭდითაა დამოწმებული.
"2015 წლის 13 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი თანამოდებობის პირები აცხადებდნენ, რომ ვერეს ხეობასა და სტიქიის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებისათვის საჭირო ნებართვები აღარ გაიცემოდა. თუმცა, 2017 წლის 5 აპრილს, "საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველოს" წყნეთის ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა მიმართეს. მათი თქმით, თბილისის მერიამ ვერეს ხეობაში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცა საექსპერტო დასკვნის საფუძვერლზე, რომლის სანდოობა კითხვებს ბადებს. დასკვნას ხელს აწერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გრუნტების მექანიკისა და ფუძე-საძირკვლების მიმართულების ხელმძღვანელი, გუფა ჭოხონელიძე. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი დამოწმებულია "საგამოცდო ფურცლის" ბეჭდით", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყნეთის ქუჩის მცხოვრებლები ვერეს ხეობაში მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა 1 აპრილს გააპროტესტეს. ისინი თვლიან, რომ მდინარე ვერეს მახლობლად კორპუსის ჩადგმა საფრთხის შემცველია.





