ნათია გაბოძე
ჩოგბურთში, საქართველოსა და ლიტვის ნაკრებების შეჯიბრის პირველი დღე ფრედ დასრულდა
პოლიტიკა

ფოტო: ნათია გაბოძე
დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის პირველი სათამაშო დღე საქართველოსა და ლიტვის ნაკრებებს შორის ფრედ 1-1 დასრულდა. ერთეულთა თანრიგის პირველ შეხვედრაში საქართველოს პირველ ჩოგანმა მეტოქის დამარცხება ადვილად შეძლო. შეხვედრა ნიკოლოზ ბასილაშვილის სრული უპირატესობით წარიმართა და მან ლიტველი ტადას ბაბელისი სამ სეტში 6:3; 6:2; 6:0 დაამარცხა.
მეორე შეხვედრაში კი ლიტვის ნაკრებმა ანაგრიშის გათანაბრება მოახერხა. შეხვედრა ლაურინას გრიგელისის სრული უპირატესობით დაიწყო, რამაც გიორგი ცივაძე დააბნია და საბოლოო ჯამში შეხვედრა ქართველის მარცხით 6:3; 6:2; 6:2 დასრულდა.
ხვალ, 8 აპრილსს მზიურის საჩოგბურთო კორტებზე შეჯიბრი წყვილთა თანრიგით განახლდება. ნიკოლოზ ბასილაშვილისა და გიორგი ცივაძის წყვილი ლაურინას გრიგელისსა და ლუკას მუგევიჩუსს დაუპირისპირდება. ლიტვის ნაკრების დამარცხების შემთხვევაში საქართველო შემოდგომაზე, დევისის თასის პირველ ჯგუფში გადასასვლელი საგზურისთვის ფლეი-ოფში შვედეთ-თურქეთს შორის გამარჯვებულთან გაარკვევს ურთიერთობას.
ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის შეხვედრები დღეს დაიწყო და 9 აპრილს დასრულდება.





