imedi
სირიაში ამერიკელების ავიაიერიშს საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა
პოლიტიკა

ნიკოლას ბერლინერი აშშ-ის ელჩის მოადგილე საქართველოში
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე, ნიკოლას ბერლინერი სირიაში აშშ-ის სარაკეტო იერიშებს გამოეხმაურა. ბერლინერი ამბობს, რომ სირიის ავიაბაზაზე იერიშის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება.
„აშშ-ის პრეზიდენტმა წუხელ ღამით განცხადება გააკეთა. ეს იყო პასუხი და რეაქცია იმ შემზარავი ფაქტის მიმართ, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო. ქიმიური იარაღის გამოყენება საერთაშორისო სამართლის ნორმას არღვევს და ყველა საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლისთვის ისეთი რამეა, რაც საყოველთაო დაგმობას იმსახურებს. ეს ნაბიჯი აშშ-ის მხრიდან შესატყვისი და აუცილებელიც იყო“, - განაცხადა ნიკოლას ბერლინერიმ.
სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების საპასუხოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ობიექტზე, ჰომსთან მდებარე ავიაბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, ხმელთაშუა ზღვაში მყოფი 2 ხომალდიდან "ტომაჰავკის" ტიპის 50-60 რაკეტა გაუშვა.





