Imedi
მინისტრთა კაბინეტი დებატებს არ დაესწრება
პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი
მინისტრთა კაბინეტი პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის შემდეგ პოლიტიკურ დებატებს არ დაესწრება.
"ვისურვებდი, პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი, უფრო ღრმა და უფრო ობიექტური. არამხოლოდ ჩვენი აზრით, არამედ საერთაშორისო პარტნიორების აზრით, საქართველოში არის შესამჩნევი პროგრესი", - განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილს კანონმდებლებმა, პრემიერმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და დიპკორპუსმა მოუსმინეს.
2-საათიანი შესვენების შემდეგ დებატები დაიწყება.
უფრაქციო დეპუტატებს დაეთმობა 5-5 წუთი, უმრავლესობის და უმცირესობის გარეთ არსებული ფრაქციების ("ნაციონალური მოძრაობა", "საქართველოს პატრიოტები") დეპუტატებს - 15-15 წუთი, უმრავლესობის და უმცირესობის ფრაქციების დეპუტატებს - 10-10 წუთი, უმრავლესობის და უმცირესობის დეპუტატებს - 45-45 წუთი, ვიცესპიკერებს - 10-10 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარეს - 15 წუთი.





