24 იანვარი 2019, 17:58
თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოები დააზიანეს. ვიდეო
პოლიტიკა
გაზიარება
თბილისში ვანდალიზმის ფაქტი მოხდა. სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა საზოგადოებრივი საპირფარეშოები "სითი ბოქსები" დააზიანეს.
ფოტოები სოციალური ქსელით გავრცელდა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ყველა ადგილზე დაზიანება უკვე აღადგინეს.
“სითი ბოქსები” უკვე ხუთი თვეა ფუნქციონირებს. ამ თემაზე თბილისის მერიაში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
ცოტა ხნის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია თბილისში, კიკვიძის ბაღში ბოთლიყლაპია აპარატების დაზიანების შესახებ, რომლითაც მიუსაფარი ძაღლების გამოკვება იყო შესაძლებელი.





