დეკანოზმა გიორგიმ შიმშილობა დაიწყო
პოლიტიკა

დეკანოზმა გიორგიმ (მამალაძე) შიმშილობა დაიწყო - ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს ადვოკატმა დაუდასტურა. მიხეილ რამიშვილის განმარტებით, ბრალდებულის ერთადერთი მოთხოვნა პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრაა.
ადვოკატის თქმით, შიმშილობა დეკანოზ გიორგის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.
დაცვის მხარე პროკურატურისგან საქმეში მხარეთა უფლებების თანაბრად დაცვას და გაუთქმელობის პირობის მოხსნას ითხოვს.
დეკანოზი გიორგი (მამალაძე) მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.





