ნინო არღვლიანი
ევა გოცირიძე მოსამართლეების შეურაცხყოფას აპროტესტებს
პოლიტიკა

ევა გოცირიძე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე ამბობს, რომ საზოგადოება სასამართლოს პატივისცემით უნდა ექცეოდეს."არ შეიძლება მოსამართლეების ლანძღვა და ისეთი ეპითეტების თუ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება, რასაც ახლა აქვს ადგილი ზოგიერთი პოლიტიკოსის თუ ჟურნალისტის მხრიდან. ეს არის სერიოზული გამოწვევა სასამართლოს წინაშე, ვინაიდან არ მგონია, რომ მოსამართლების მონებად და კრიმინალებად მოხსენიება წაადგეს სასამართლოს დამოუკიდებლობას. სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტი დაცული უნდა იყოს", - განაცხადა ევა გოცირიძემ.
პარლამენტში მართლმსაჯულების სტრატეგიის პრეზენტაცია მიმდინარეობს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფორმატში დოკუმენტს დეპუტატებს ნინო გვენეტაძე აცნობს. შეხვედრა, იუსტიციიის უმაღლესი საბჭოს წევრების მონაწილეობით კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება.





