ნათია გაბოძე
ქართველი ჩოგბურთელები "დევისის თასის" გათამაშებისთვის ემზადებიან
პოლიტიკა

საქართველოს ჩოგბურთელთა ეროვნული ნაკრები "დევისის თასის" გათამაშებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება.
7-9 აპრილს ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში, საქართველო ლიტვის ნაკრებს უმასპინძლებს.
შეხვედრები მზიურის საჩოგბურთო კორტებზე გაიმართება. საქართველო-ლიტვას შორის გამარჯვებული პირველი ზონის საგზურისთვის თურქეთ-შვედეთს შორის გამარჯვებულთან გაარკვევს ურთიერთობას.
2017 წელს "დევისის თასზე" საქართველოს პირველი მეტოქე ფინეთის ნაკრები იყო, რომელიც თბილისში 3:2 დამარცხდა. ამ ზონაში, პირველი ჯგუფის ორი საგზურისთვის ბრძოლაში, 16 ქვეყნის წარმომადგენლები ჩაებნენ.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 53 ადგილზეა, გიორგი ცივაძე კი 733-ზე.





