ლეილა ჯავახიშვილი
"ევროპული საქართველო" ინფლაციის ზრდაზე საუბრობს
პოლიტიკა

ზვიად ხორგუაშვილი "ევროპული საქართველო"
ფოტო: ლელა ჯავახიშვილი
ოპოზიცია ქვეყანაში ინფლაციის ზრდაზე საუბრობს. პარტია "ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წლიურმა მაჩვენებელმა მარტში 5.4% შეადგინა. პარტიის წევრის, ზვიად ხორგუაშვილის განცხადებით, გაძვირებულია მედიკამენტები, სურსათი და ტრანსპორტი.
ხორგუაშვილი გამოსავალს "ევროპული საქართველოს" ინიცირებულ კანონპროექტებში ხედავს, რაც მოგებისა და საგადასახადო შემოსავლების, ასევე აქციზის გადასახადის შემცირებას გულისხმობს. მისივე თქმით, ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეიბას ბიზნესის დეკრიმინალიზაცია გააუმჯობესებს.





