ნათია გაბოძე
სპორტის სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა
პოლიტიკა

სპორტის სამინისტრო
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
სამინისტრო ახალგაზრდებს სპორტული ტურნირების გამართვაში დაეხმარება. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას საქართველოში სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მისი პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებთან მენტორობის და სტაჟირების პროგრამების მიმართულებით.
ამერიკის საელჩოს მოწვევით კალიფორნიიდან საქართველოში ჩამოსულია სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მორაგბეთა ნაკრები. მორაგბეებმა ლელო არენაზე ქართულ სამოყვარულო კლუბ „დევებთან“ ამხანაგური მატჩი გამართეს. შეხვედრა აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს მიეძღვნა.





