პირველი იანვრიდან გეგმური აცრები სავალდებულო გახდა
პოლიტიკა

ფოტო: shutterstock.com
2019 წლის პირველი იანვრიდან ყველა მშობელი და მეურვე ვალდებულია თავის შვილს მოქმედი ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაცია ჩაუტაროს. შესაბამისი ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში შევიდა.
განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ დღეისთვის, საქართველოში მოსახლეობის იმუნიზაციით მოცვის დონე არასაკმარისია.
ვაქცინაციაზე მოთხოვნას ხელს უშლის ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: მოსახლეობის არასათანადო ცნობიერება ვაქცინების სარგებლისა და უსაფრთხოების შესახებ და მის მიმართ უნდობლობა; ასევე, ვაქცინაციის საწინააღმდეგო ინფორმაცია საზოგადოებასა და საინფორმაციო საშუალებებში, მშობლების უყურადღებობა და პასუხისმგებლობის დეფიციტი.





