საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმი პიროტექნიკამ ჩაშალა
პოლიტიკა
თბილისში საახალწლო ზეიმი პიროტექნიკამ ჩაშალა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ №71 საბავშვო ბაღში საახალწლო ღონისძიებაზე პიროტექნიკა ააფეთქეს, რამაც ბავშვებსა და მშობლებში პანიკა გამოიწვია.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა გვანცელაძის თქმით მომხდარზე მასალები შსს-ს გადაეგზავნება.
ბაღის ადმინისტრაციი ინფორმაციით, პიროტექნიკა ბაღში მშობელმა მიიტანა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, მათთან შეტყობინება არ შესულა.
შემთხვევა 26 დეკემბერს მოხდა.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პიროტექნიკის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო დამწვრობის ცენტრს უკვე 25-მა პაციენტმა მიმართა, მათი უმეტესობა ბავშვია.





