ქეთევან ფარცხალაძე
პოლიტიკური პარტიების გენდერულ რანგირებაში რესპუბლიკური პარტია ლიდერობს
პოლიტიკა

შეხვედრა
ორგანიზაციის ,,ნიდერლანდების ინსტიტუტი - მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების გენდერულ რანგირებაში "რესპუბლიკური პარტია" ლიდერობს.
კვლევა 2015-2016 წლებს მოიცავს. კვლევის ფაქტორებად განისაზღვრა: ქალთა ჩართულობა წინასაარჩევნო პროცესებში, საარჩევნო სიებში წარმომადგენლობა და პარტიის აქტიურობა ქალთა თემატიკაზე ინიციატივებით.
ლიდერი პარტიების რეიტინგი ასეთია: "რესპუბლიკური პარტია", "პატრიოტთა ალიანსი", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ლეიბორისტული პარტია", "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა", "თავისუფალი დემოკრატები", "ქართული ოცნება".





