ნუცა ტრაპაიძე
დავით სერგეენკო 2018 წლის საქმიანობას შეაჯამებს
პოლიტიკა

ფოტო: ნუცა ტრაპაიძე
2018 წლის 25 დეკემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საზოგადოებას წარუდგენს ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს.
ანგარიშში აქცენტები გაკეთდება 2012 წლიდან ჯანდაცვის მიმართულებით გატარებულ ძირეულ რეფორმებზე, განსაკუთრებით საყოველთაო ჯანდაცვის, C ჰეპატიტის ელიმინაციის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების და სხვა მნიშვნელოვან პროგრამებზე, ასევე ამ რეფორმების შედეგად მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე.
ანგარიშში წარმოდგენილი მასალები მომზადებულია არამხოლოდ ეროვნულ მონაცემებზე დაყრდნობით, არამედ მსოფლიო ბანკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გლობალური ფონდის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის (HUES-ის კვლევა) შედეგების გათვალისწინებით. კვლევა ტარდება ყოველ 3 წელიწადში ერთხელ და იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას ჯანდაცვის სექტორის განვითარების ეფექტიანობაზე.
გარდა მიღწევებისა, ანგარიშის პრეზენტაციაზე აქცენტი გაკეთდება არსებულ გამოწვევებზე და მათ დასაძლევად დაგეგმილ ნაბიჯებზე.
აღსანიშნავია, რომ ანგარიშში ასევე, წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია სტრატეგიულ შესყიდვებზე დაგეგმილი რეფორმის შესახებ, რომელიც ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას უფრო მეტად საზოგადოების საჭიროებებზე მორგებულს, მიზნობრივსა და ხარჯეფექტურს გახდის.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამედიცინო საზოგადოება.





