22 დეკემბერი 2018, 21:00
დედაქალაქში ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთო. ვიდეო
პოლიტიკა

ნაძვის ხე თბილისში
ფოტო: Facebook
გაზიარება
თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის და საქართველოს მთავარი ნაძვის ხე აინთო. ნაძვის ხე პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ აანთეს.
თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის 2019 წლის სლოგანი „სიყვარულით სავსე ქალაქი“ იქნება.
რესპუბლიკის მოედანზე სპეციალურად მოწყობილ სცენაზე კონცერტი მიმდინარეობდა. ნაძვის ხის ანთების შემდეგ ადგილზე შეკრებილ ხალხს პრემიერმინისტრმა და მერმა მიმართეს.





