კახაბერ კუპატაძე
საქობოს საბავშვო ბაღის 9 აღსაზრდელს ენტეროვირუსი აღმოაჩნდა
პოლიტიკა

სიღნაღი, "არქიმედეს კლინიკა"
ფოტო: კახა კუპატაძე
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ საქობოს საბავშვო ბაღიდან 9 ბავშვის საავადმყოფოში მოთავსების მიზეზი ინტოკსიკაცია არ ყოფილა.
წინასწარი ინფორმაციით, მოზარდებს ენტეროვირუსი აქვთ. მომხდარზე უწყება დამატებით გამოკვლევებს ამ წუთებშიც აწარმოებს და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელბენ.
ეპიდემიის თავიდან აცილების მიზენით კი ბაღების გაერთიანებამ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო და საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას სამი დღით წვეტს.
მოზარდები, წნორის "არქიმედეს" კლინიკაში მეორე დღეა მკურნალობენ. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებებლია და ბავშვების სახლში გაწერა, სავარაუდოდ, დღესვე მოხდება.
სოფელ საქობოს საბავშვო ბაღის 9 აღსაზღდელი კლინიკაში გუშინ მაღალი ტემპერატურით და პირღებინებით მოათავსეს.





