01 აპრილი 2017, 17:46
ნარმანია: პროგრამის მიღმა დარჩენილი ბავშვები რებილიტაციის კურსს გაივლიან
პოლიტიკა

გაზიარება
დავით ნარმანიას განცხადებით, საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების მიხედვით, პროგრამის მიღმა დარჩენილი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები რებილიტაციის კურსს გაივლიან.
აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები, მათი მშობლები, თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, მსახიობები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა.





