14 დეკემბერი 2018, 16:29
14 დეკემბერს რუსთაველის გამზირი დროებით გადაიკეტება
პოლიტიკა

ფოტო: თბილსერვის ჯგუფი
გაზიარება
დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება.
თბილისის მერიის ცნობით, ამ სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან - თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ 00:00 საათიდან 15 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
წელს დედაქალაქში ახალ ილუმინაციებში საახალწლოდ 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.





