სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის სცენარს გაეცნო
პოლიტიკა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში კვირას, 16 დეკემბერს გაიმართება. შაბათს კი დაგეგმილია გენერალური რეპეტიცია. სალომე ზურაბიშვილმა დღეს მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ უკვე გაეცნო სცენარის დეტალებს და ასევე, სტუმართა სავარაუდო სიას.
ფიცის დადების ცერემონია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში სამ საათზე დაიწყება. პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების შემდეგ კი წინანდალში მიღება გაიმართება.
სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში თავის მეტოქესთან, ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან თითქმის 20%-იანი სხვაობით 28 ნოემბერს გაიმარჯვა. ის საქართველოს პრეზიდენტად 6 წლით არის არჩეული.





