თელავის მერიას აქციის გამართვასთან დაკავშირებით მიმართეს
პოლიტიკა

გიორგი ბოტკოველი
ფოტო: Facebook
ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციურმა ჯგუფმა „ძალა ერთობაშიამ“, 16 დეკემბერს, ინაუგურაციის პარალელურად, თელავში, რუსთაველის ქუჩაზე საპროტესტო აქციის ჩასატარებლად თელავის მერიის კანცელარიას უკვე ჩააბარა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელ პირებს აცნობა, რომ 16 დეკემბრის აქციას ერეკლე მეორის ძეგლსა და მრავალწლოვან ჭადარს შორის არსებულ პერიმეტრზე გამართავენ. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ბოტკოველის თქმით, პროტესტი იქნება მშვიდობიანი.
„16 დეკემბერს, თელავში, რუსთაველის ქუჩაზე ჩავატარებთ მშვიდობიან მანიფესტაციას, სადაც მოსახლეობა გამოხატავს თავის ნებას. აქ შეკრებით არანაირად არ შევუშლით ხელს დაგეგმილ ღონისძიებას. დღეს ვაცნობეთ მერიას. ეს ადგილი ყველასია“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.





