ანა ბერუკაშვილი
თბილისის 2019 წლის სლოგანი „სიყვარულით სავსე ქალაქი“ იქნება
პოლიტიკა
თბილისი
ფოტო: თბილისის მერია
"სიცოცხლით სავსე ქალაქის" შემდეგ, წლევანდელი სლოგანი "სიყვარულით სავსე ქალაქი" იქნება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა:
"ყველაზე მეტად რაც სჭირდება ჩვენს ქალაქს, ჩვენ, ეს არის ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, იმიტომ რომ დაიღალა საზოგადოება ამდენი სიძულვილით, ამდენი ბოღმით, შეურაცხყოფით, მე მესმის, ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, განსხვავებული მოსაზრებები , მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გადავიტანოთ ცივილურად, უნდა იყოს პოლემიკა , უნდა იყოს დებატები, არა ისე რაც დღეს ხდება", - განაცხადა კახა კალაძემ.





