ლევან მორჩიაშვილი
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ პროექტი წარადგინა
პოლიტიკა

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, შეხვედრა
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ სამუშაო შეხვედრა გამართა.
სააგენტო ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მომუშავე პირებს შეხვდა. შეხვედრაზე სააგენტოს შემუშავებული „ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) შესახებ“ ბრძანების პროექტი წარადგინეს და განიხილეს.
სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა, ოპერატორებს ის ახალი და გაუმჯობესებული რეგულაციები გააცნო, რომლებსაც ბრძანების პროექტი ითვალისწინებს.
ბრძანების მიზანი სიცოცხლისთვის საშიში ნარჩენებისა და გამოსხივებისგან დაცვის რეჟიმის გაუმჯობესებაა.
სააგენტოს უფროსმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ განსახილველი ბრძანების მეშვეობით ხორციელდება საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაცია ეროვნულ კანონმდებლობაში.





