ალეკო ელისაშვილმა „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა” დააფუძნა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილმა „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა” დააფუძნა. პრეზენტაცია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
დამფუძნებლებს შორის არიან ასევე ლევან იოსელიანი და ვატო სურგულაძე. ალეკო ელისაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მოძრაობას პოლიტიკური ორგანიზაციის სახე არ ექნება, თუმცა სამომავლოდ მის პარტიად ჩამოყალიბებას არ გამორიცხავს.
მოძრაობა ევროკავშირის დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის მხარდაჭერით სარგებლობს.
ალეკო ელისაშვილი თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარის“ დამფუძნებელი და ქართველი ჟურნალისტია, ასევე საბურთალოს დამოუკიდებელი დეპუტატი თბილისის საკრებულოში. მონაწილეობდა თბილისის მერის 2017 წლის არჩევნებში.





