ზალკალიანი: ინფორმაცია, თითქოს ირანის 200 მოქალაქე საზღვარზე არ შემოუშვეს, მცდარია
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი
ფოტო: საგარეო უწყება
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ირანის 200 მოქალაქე საზღვარზე არ შემოუშვეს. ზალკალიანის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.
“ამ მონაცემებთან დაკავშირებით ჩვენ ცოტა განსხვავებული პოზიცია გვაქვს, განსხვავებული ინფორმაცია. ბუნებრივია, იქნება კომუნიკაცია მათ საელჩოსთან თბილისში და ყველა ამ მიმართულებით, იქნება გაზიარებული ჩვენი მხრიდან მათთვის ინფორმაცია. მათაც ექნებათ შესაძლებლობა, გასცენ პასუხი კითხვებს, რომელიც არსებობს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ირანული მედია წერს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს სახმელეთო და საჰაერო საზღვრიდან ირანის 200-მდე მოქალაქეა დეპორტირებული. მათ შორის ისეთი პირებიც, რომლებსაც საბუთები წესრიგში ჰქონდა.





