სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ადგილად სხვადასხვა ქალაქი განიხილება
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: facebook
საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ადგილად სხვადასხვა ქალაქი განიხილება და ინაუგურაცია, სავარაუდოდ, თბილისში არ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
Imedinews-ს პრეზიდენტის პრესსამსახურმა დაუდასტურა ინფორმაცია, რომ ჯერჯერობით უცნობია ქალაქი, სადაც ინაუგურაცია გაიმართება და ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერსაა დანიშნული, ამავე დღეს ნაციონალური მოძრაობა საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს.
28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ, 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.





