29 მარტი 2017, 14:14
imedi
პოლიციელების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო
პოლიტიკა

თბილისის პროკურატურა
გაზიარება
თბილისის პროკურატურამ დავით ხარშილაძის დაკავებისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გაზეთ "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი 13 მარტს დააკავეს. 28 წლის დავით ხარშილაძეს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხრეკის დროს ამოღებულია 2 შეკვრა ფხვნილი და აბები.
ჟურნალისტის მტკიცებით, მის შვილს ნარკოტიკები ჩაუდეს.





