28 მარტი 2017, 23:00
ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანებამ რუსთავის ნაწილი უწყლოდ დატოვა
პოლიტიკა

გაზიარება
კომპანია "რუსთავის წყალი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მისი ინფორმაციით, დღეს, 28 მარტს, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ელექტროგადამცემი ხაზი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც "რუსთავის წყლის" ხრამის სათავე ნაგებობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ამის გამო დღეს, 28 მარტს, საღამოს 19:00 საათიდან წყალმომარაგება შეეზღუდა რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებსა და მშენებელთა დასახლებას.
წყალმომარაგება ელექტროგადამცემ ხაზზე დაზიანების აღმოფხვრისთანავე აღდგება, რის შესახებაც კომპანია აბონენტებს SMS-ით შეტყობინებს.





