დარეჯან ჩხიკვაძე
სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა
პოლიტიკა

სოფო ხალვაში
ფოტო: დაჯი ჩხიკვაძე
მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა. ბათუმის მერიაში 12:00 საათზე ბრიფინგი გაიმართა, სადაც ის ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ წარადგინა.
როგორც ხალვაშმა ჟურნალისტებთან თქვა, მას ეს შემოთავაზება რამდენიმე ხნის წინ გაუკეთეს, თუმცა დღევანდელ დღემდე გადაწყეტილებას ვერ იღებდა.
სოფო ხალვაშის თქმით, მას გეგმებისა და ინიციატივების განხორციელებაში გუნდის იმედი აქვს.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/IuN5RpCzVBU" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
სოფო ხალვაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში "აჭარის ტელევიზიაში" სხვადასხვა გადაცემის წამყვანად მუშაობდა. ის ტელეეთირიდან მას შემდეგ მოიხსნა, რაც მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო.





