imedi
კოლუმბიელ მორაგბეებს საქართველოში მოამზადებენ
პოლიტიკა

ხუან ალფრედო პინტო ტარიელ ხეჩიკაშვილი
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კოლუმბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელს სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილმა და კოლუმბიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა საქართველოში ხუან ალფრედო პინტო საავედრამ მოაწერეს. მემორანდუმი სპორტის მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.
კერძოდ, პირველ ეტაპზე საქართველოში კოლუმბიის მორაგბეთა ორ ასაკობრივ ნაკრებს მოამზადებენ. თანამშრომლობის მომდევნო ეტაპი კი სპორტის სხვა სახეობებში, როგორებიცაა ფეხბურთი, ველოსპორტი, მოტოსპორტი, ავტოსპორტი - სპორტსმენთა და მწვრთნელთა მომზადებას ითვალისწინებს.





