ლევან მორჩიაშვილი
რასმუსენი: საქართველოს მოქალაქეებს მალე უკრაინელებიც შეუერთდებიან
პოლიტიკა

ანდერს ფოგ რასმუსენი
"საქართველოს მოქალაქეებს მალე უკრაინელებიც შეუერთდებიან", - ასე გამოეხმაურა NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი და დღეს, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩეველი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას.
„დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ. მათ მალე უკრაინაც შეუერთდება, რაც მთავრობის ეფექტური რეფორმების შედეგია“, - წერს ანდერს ფოგ რასმუსენი Twitter-ზე.
From today Georgians can visit the EU without a visa. #Ukraine should soon join them, showing how the government's reforms are paying off
— AndersFogh Rasmussen (@AndersFoghR) March 28, 2017
16 მარტს, მან გერმანულ Die Welt-ს ინტერვიუ მისცა, სადაც უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ აგრესიის გაგრძელების პირობებში, კიევს რეაგირება მოუწევს.





