28 მარტი 2017, 04:26
imedi
28 მარტს ვაკის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
პოლიტიკა

გაზიარება
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, სამშაბათს, 28 მარტს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირი №83-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს.
კომპანიის ინფორმაციით, აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება 13:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე, აღუდგებათ.
"ყაზტრანსგაზ-თბილისი" მოუწოდებს აბონენტებს, გაზის დანადგარები უყურადღებოდ არ დატოვონ.





