მარიამ პაკაცოშვილი
ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით თბილისის დაწესებულებები საზეიმოდ ირთვება
პოლიტიკა

სპეციალურად ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით თბილისის სხვადასხვა დაწესებულებები საზეიმოდ ირთვება. პარლამენტის შენობაზე თემატური ბანერები დაეშვა. ახალი ავტობუსები კი ბანერებით დაიბრენდა. აეროპორტის გზაზე ბილბორდი განთავსდა. თბილისი აეროპორტი სიმბოლურად ევროკავშირისა და საქართველოს დროშებია დაშვებული. ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით სიმბოლურად დედაქალაქის მორთვა დღის ბოლომდე გაგრძელდება.
ევროკავშირის ფერებში განათდება თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი. მთავრობის ადმინისტრაციაზე კი ევროკავშირის დროშის პროექცია მინათდება. 21:00-ზე ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება გრანდიოზული გალაკონცერტით ევროპის მოედანზე დაგვირგვინდება.





