26 მარტი 2017, 23:41
imedi
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების გამოფენა გაიმართა
პოლიტიკა

გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში
გაზიარება
დღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების გამოფენა გაიმართა. ინფორმაციას ბაღის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, გამოფენაზე70-მდე ჯიშის მოყვავილე კამელია და ბაღში გამოყვანილი 20-მდე ჰიბრიდი იყო წარმოდგენილი და დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ქონდათ, ადგილზე შეეძინათ კამელიების ნერგები.
გამოფენაზე, ასევე, გამოიფინა ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბენეფიციარების მიერ თიხისგან დამზადებული სუვენირებიც.





