08 ნოემბერი 2018, 16:13
კახაბერ კუპატაძე
ლაგოდეხში ორი ჩინოსანი გადადგა
პოლიტიკა

ლაგოდეხი
ფოტო: კახა კუპატაძე
გაზიარება
ლაგოდეხში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფმა ორმა პირმა - სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ირმა სიყმაშვილმა და საგანგებო სიტუაციების მართვის ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა, დავით ხაჩიძემ გადადგომის შესახებ განცხადება ერთდროულად დაწერეს.
პოლიტიკურ ზეწოლას ორივე კატეგორიულად გამორიცხავს. ისინი განმარტავენ, რომ სამსახურიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღეს და შესაბამისი განცხადებები საკუთარი სურვილით დაწერეს.





