ნათია ორველაშვილი
საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევებს პარლამენტთან აქციით აპროტესტებენ
პოლიტიკა

აქცია პარლამენტის შენობასთან
ფოტო: ნათია ორველაშვილი
საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის სასწრაფოდ გამკაცრების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა პარლამენტის შენობის წინ. აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული ვითარება გააპროტესტეს. მძიმე ვითარების საილუსტრაციოდ აქციაზე ორგანიზატორებმა ორი კუბო(ან ჩასასვენებელი) მიიტანეს. მათი განცხადებით, საქართველოს გზებზე ყოველწლიურად 600 ადამიანი იღუპება, 9000-ზე მეტი სხვადასხვა სიმძიმის ტრავმას იღებს.
საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონის გამკაცრებას არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორი რამდენიმე წელია ითხოვს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში შესულია და ის დეპუტატებმა პირველი მოსმენით განიხილეს.





