25 მარტი 2017, 05:38
imedi
თამარაშვილზე დიოდური სანათები დამონტაჟდა
პოლიტიკა

დიოდური სანათები თამარაშვილის ქუჩაზე
გაზიარება
"თბილსერვის ჯგუფმა", თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დავალებით, თამარაშვილის ქუჩაზე ქვეითთა გადასასვლელზე დიოდური სანათები დაამონტაჟა.
"ზებრა" გადასასვლელების განათება საპილოტე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე გადასასვლელი განათდება.
"თბილსერვის ჯგუფმა", პირველ ეტაპზე, ქვეითთა გადასასვლელი დიდუბის რაიონში, რობაქიძის გამზირზე გაანათა, სადაც პოლონური წარმოების (LUGlightfactory) დიოდური სანათები დაამონტაჟა.





