imedi
ელექტროანძის დემონტაჟის დროს არწივების ათწლეული ბუდე არ დაზიანებულა
პოლიტიკა

ბექობის არწივი
http://www.myvideo.ge/v/3037378
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამისტროს ცნობით, ბუდე, რომელშიც უკვე ათწლეულია ბექობის ჯიშის არწივები და მათი შთამომავლობა ბუდობს, ელექტროანძის დემონტაჟის დროს არ დაზიანებულა.
მათივე ცნობით, ტერიტორიდან მოშორებით, დაფიქსირდა ბექობის არწივის წყვილიც.
„არწივების საბუდარი - N40 ბოძი, რომელიც მითითებულია სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ წარმოდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანაგარიშში, ადგილზეა. თუმცა, მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე სამუშაოების პროცესში, აღებულია სხვა ბოძი,-“ აცხადებენ სამინისტროს ვებგვერდზე.





