ლევან კობერიძე: კანაფის კულტივაციაზე კანონპროექტი პარლამენტიდან უნდა გაიწვიონ
პოლიტიკა

ლევან კობერიძე
ფოტო: Facebook
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე საკანონმდებლო ორგანოდან კანაფის წარმოება-კულტივაციასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის გაწვევას ითხოვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო პროცესმა ძალიან მკაფიოდ აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ბევრ საკითხზე ხელისუფლებას „არა“უთხრა.
„სამწუხაროდ, ეს იმ ხმებში აისახა, რომელიც წინა არჩევნებთან შედარებით, გაცილებით ნაკლები იყო.„ არა“-ს ერთ-ერთი მიზეზი კანაფის კულტივირების კანონპროექტი იყო. უფლება არ გვაქვს, ადეკვატური არ ვიყოთ. კანონპროექტი პარლამენტიდან უნდა იყოს გაწვეული”, - განაცხადა კობერიძემ.
8 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტმა კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადადო. კანონპროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, შესაბამისად, მისი პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს.




