ირმა ებრალიძე
საქსტატი რეგიონებში გასვლით შეხვედრებს მართავს
პოლიტიკა

მერი დაუშვილი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური რეგიონებში გასვლით საინფორმაციო შეხვედრებს თელავიდან იწყებს. როგორც საქსტატის ხელმძღვანელმა მერი დაუშვილმა "რადიო იმედის" გადაცემა "ეკონომიქსში" განაცხადა, შეხვედრების მიზანია მომხმარებლისთვის სტატისტიკური მონაცემების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
მისი თქმით, რეგიონული სტატისტიკური მონაცემების გამოყენება ხელს შეუწყობს ადგილობრივ მმართველობას და ბიზნესწრეებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
თელავში შეხვედრა ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ამ წუთებში მიმდინარეობს. შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია სამცხე-ჯავახეთში.





