imedi
ევროკავშირი: საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი 28 მარტს ამოქმედდება
პოლიტიკა

ევროპარლამენტი ბრიუსელი
ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა დღეს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 28 მარტს ამოქმედდება. ინფორმაციას რუსული სააგენტო РИА-ს კორესპონდენტი ავრცელებს.
"უვიზო რეჟიმი ძალაში 28 მარტს შევა", - განაცხადა ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში.
უვიზო რეჟიმის პარალელურად ამოქმედდება ასევე რჟიმის შეჩერების მქანიზმიც.
ევროპარლამენტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი 2 თებერვალს დაუჭირა. საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები, ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლას, 180 დღიდან 90 დღის განმავლობაში ყოფნას. უვიზო რეჟიმი არ გულისხმობს ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობის უფლებას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ვებგვერდზე ევროკავშირის საზღვარზე გადაადგილების შესახებ მოკლე ინფორმაცის აქვეყნებს.





